ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის. ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის ღალატის ფორმულა, ბატონი კანდელაკი. ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობა, ვიცით, დღეს რას აკეთებს. არ ვიცი, შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი სახელმწიფო უწყების საქმე.
ირანული გავლენა საქართველოში
კობახიძე გიორგი კანდელაკზე: შეიძლება, სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს ურიგო
tbl.ge/7ies
დაკოპირდა

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასა და ვაშინგტონ პოსტის სარედაქციო სტატიის შესახებ სამთავრობო მედიის დასმულ კითხვაზე, რომელიც ასეა ფორმულირებული - "გიორგი კანდელაკის ე.წ კვლევაზე ამჯერად ვაშინგტონ პოსტმა დაწერა ანტიქართული სტატია და ქვეყანას აბრალებს ტერორისტების მომზადების ცენტრის ფუნქციონირებას, თქვენი აზრით, კიდევ რამდენი დასპონსორებული მედია გამოაქვეყნებს კანდელაკის ამ ე.წ კვლევას და როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თუ არა რაიმე სამართლებრივი რეაგირება მსგავს პროვოკაციულ სტატიებზე".
ამავე თემაზე
- კანდელაკი: "სამართლებრივ რეაგირებას" რეპორტი კი არა, საკუთრივ პრობლემა საჭიროებს
- კობახიძე: კანდელაკის საქციელს სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, შესაბამისი უწყებები დაადგენენ
- Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
- "აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა" – WaPo-ს სარედაქციო სტატია
- უილსონი: ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს




