რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ევროკავშირი რუსეთთან "ცალმხრივად შევიდა ომში" და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისთვის "მშვიდი ძილი დასრულდა."
"ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა მოჰკითხოთ მიზეზი!" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
ცნობისთვის, აქამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
მოგვიანებით, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ შემთხვევა NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.




