პოლიციელების ძალადობა

წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა

ყველა პოლიციელს, მათ შორის, გორის პოლიციაში მომუშავე ღირსეულ პოლიციელებს, შიდა ქართლის, უფრო ფართო გაგებით, მინდა დავუდასტურო პატივისცემა და ვუსურვო წარმატებები და ასევე ვუსურვო დიდი სიფრთხილე იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მტერი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. და გორის ამ მართლაც საზარელმა კადრებმა, რომელიც ვნახეთ, დაგვიდასტურა, რომ მტერი უფრო მეტი ჰყავს ჩვენს სახელმწიფო ინსტუტუტებს, ვიდრე შეიძლება ჩვენ მანამდე გვეგონა. […]

მყისიერია რეაგირება ამ საქმეზე, წამზომი ჩაირთო სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ეს მოხდა. […]

მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, ასეთია 99% და მეტი, და მოვუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები ჩასაფრებულები და თქვენ უნდა დაზიანდეთ, მათი აზრით...

გაუხარდათ, გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ 6 პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან ვუსაყვედურო. თქვენ აი, ამათ მიეცით სალაპარაკო და ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე.

პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით, გორში ძალადობის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს. 

კომენტარები