კორონავირუსის ახალი შტამი

Moderna: როგორც ჩანს, ომიკრონი დელტაზე უფრო გადამდებია, ვაქცინის ეფექტიანობამ შეიძლება დაიკლოს

სტეფან ბანსელი

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ბანსელის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი დელტაზე უფრო გადამდებია და ომიკორნში მუტაციების დიდი რაოდენობა ნიშნავს, რომ ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებ ეფექტიანი იყოს.

"ვფიქრობთ, რომ ვირუსი ძალიან გადამდებია, როგორც ჩანს, დელტაზე კიდევ უფრო გადამდები" - თქვა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ბანესლის შეფასებით, ქვეყნებში, რომლებშიც სამხრეთ აფრიკიდან ჩავინენ ადამიანები, 7-10 დღეში ომნიკრონი ვარიანტი გამოვლინდება. 

"სავარაუდოა, რომ ვაქცინების, ყველა ვაქცინის, ეფექტიანობამ დაიკლოს" - თქვა ბანსელმა.

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სამეცნიერო საზოგადოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის დასადგენად, რამდენად ეფექტიანია ვაქცინები და 2-6 კვირა იმის დასადგენად, არის თუ არა ომიკრონი დელტაზე უფრო გადამდები.

ბანსელის თქმით Moderna უკვე მუშაობს ახალი ვარიანტის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზაზე.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლოა, ომიკრონით რეინფიცირების რისკი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე სხვა შტამებით.


მსოფლიოს ქვეყნები შტამ ომირკონის საეჭვო შემთხვევებს იკვლევენ. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს შტამ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

ქვეყნები ახალი შტამით ინფიცირების პრევენციის მიზნით უკვე აწესებენ შეზღუდვებს. ისრაელის მთავრობამ ომირკონის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 2 კვირით უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. შეზღუდვები ასევე დააწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ.

შტამ ომიკრონის გავრცელების გამო აფრიკის 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციები დააწესა საქართველოს მთავრობამაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გავრცელებული შტამი უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს. ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას კომპანია Novavax-იც.

კომენტარები