კომპანია Novavax-ი კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ვაქცინაზე მუშაობას. კომპანიის თანახმად, მათ ვაქცინაში იქნება ომიკრონის შტამის მუტირებული სპაიკ ცილია, რათა ადამიანს იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. ვაქცინის განახლებული ვერსიის შემუშავებასა და შემოწმებას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.
Novavax-ის მიერ შემუშავებულ Covid-19-ის ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიღებული აქვს ინდონეზიაში და ფილიპინებში. აშშ-ში ავტორიზაციის მიღებისთვის კომპანიას ჯერ ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია.
კორონავირუსის ვაქცინების სხვა მწარმოებლებმა უკვე თქვეს, რომ ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობის შეფასება დაიწყეს. Pfizer/BioNTech-ის თანახმად, მათ ორ კვირაში ეცოდინებათ, რამდენად ეფექტიანია მათი ვაქცინა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ.
"ველოდებით, რომ ყველაზე გვიან, ორ კვირაში მივიღებთ ლაბორატორიული ტესტებიდან მონაცემებს. ეს მონაცემები მოგვცემს უფრო მეტ ინფორმაციას, შეიძლება თუ არა B.1.1.529 ვარიანტისთვის საჭირო იყო ჩვენი ვაქცინის შეცვლა, თუ ეს ვარიანტი გლობაულურად გავრცელდება" - უთხრა BioNTech-ის წარმომადგენელმა Reuters-ს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ახალი შტამის შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ისრაელმა ორი კვრით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა. ახალი შტამის გავრცელების გამო საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციებს აწესებს
მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.