კორონავირუსის ახალი შტამი

Pfizer: შტამ ომიკრონის წინააღმდეგ განახლებული, ეფექტიანი ვაქცინა 100 დღეში იქნება მზად

ფოტო: BBC.COM

Pfizer/BioNTech-ის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანიას შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსის არსებული ვაქცინები ახალი ვარანტის წინააღმდეგ ეფექტიანია თუ არა. Pfizer/BioNTech-ის დაახლოებით ორ კვირაში მიიღებს ლაბორატორიული კვლევების პასუხებს ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ.

ვაქცინების მწარმოებლები უკვე განიხილავენ მოწმედების სხვადასხვა მიმართულებებს.

"Pfizer-მა და BioNTech-მა თვეების წინ გადადგეს ნაბიჯები, რათა ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში 6 კვირის ვადაში შესაძლებელი ყოფილიყო mRNA ვაქცინების ადაპტირება, ხოლო 100 დღის ვადაში მიწოდება დაწყებულიყო" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიები Moderna და Johnson & Johnson-ი ასევე ემზადებიან ახალი ვარიანტის გავრცელებასთან გამკლავებისთვის.

Moderna-ს თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ამჟამინდელი ვაქცინა არაეფექტიანი იქნება, კომპანია გეგმავს, ახალი შტამისთვის სპეფიციკური ბუსტერ დოზის შემუშავებას.

"დასაწყისშივე, ჩვენ ვთქვით, რომ პანდემიის დამარცხების გზაზე მნიშვნელოვანია, ვიყოთ პროაქტიურები ვირუსის ევოლუციასთან ერთად. ომიკრონის ვარიანტში მუტაციები შეშფოთებას იწვევს და რამდენიმე დღეა ვმოქედებთ რაც შეიძლება სწრაფად, რათა ამ ვარიანტთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგია შევასრულოთ" - თქვა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

Johnson & Johnson-ი ომიკრონის შტამის წინააღმდეგ საკუთარი ვაქცინის ეფექტიანობას ამოწმებს. შტამის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობს კომპანია Novavax-იც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ახალი შტამის შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონგ-კონგში. ისრაელმა ორი კვრით ქვეყანაში უცხოელების შესვლა აკრძალა. ახალი შტამის გავრცელების გამო საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციებს აწესებს

მიუხედავად ამისა, ჯანმო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ნაჩქარევად არ შემოიღონ მოგზაურობაზე შეზღუდვები და "რისკის შეფასებისა და სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებული მიდგომით" იხელმძღვანელონ.

კომენტარები