კორონავირუსის ახალი შტამი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ჩვენებებით, აცრილები ომიკრონისგან დაცულები არიან

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი, ნიცან ჰოროვიცი
the Times of Israel

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის თქმით, წინასწარი კვლევების მიხედვით, სრულად ვაქცინირებულები Covid-19-ის ახალი ვარიანტისგან, ომიკრონისგან დაცულები არიან.

"მომდევნო დღეებში გვექნება ზუსტი ინფორმაცია ვაქცინების ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტიანობაზე, მაგრამ უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი. პირველადი ჩვენებებით, ვინც აცრილია და ვაქცინის მოქმედება ძალაშია და ისინი, ვისაც ბუსტერ დოზა აქვთ გაკეთებული, ამ ვარიანტისგან დაცულები არიან", – თქვა ნიცან ჰოროვიცმა. 

აშშ-ს ჯანდაცვის სააგენტოს, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორმა, ფრანცის კოლინსმა ჰოროვიცის სიტყვებთან დაკავშირებით კომენტარი CNN-თან გააკეთა. 

"არ მინდა ვინმემ ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებს შეხედოს და თქვას: "აჰა, ახლა ვიცით პასუხი".  დაგვჭირდება კიდევ რამდენიმე დღე, მეტ შემთხვევებზე დაკვირვება, უნდა ვცადოთ და განვსაზღვროთ, თუ რამდენად იცავს ვაქცინა [ომიკრონის ვარიანტისგან] და რამდენად გაიზრდება [დაცვა] ბუსტერებით", – თქვა კოლინსმა. 

• რა ვიცით COVID-19-ის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ? 

კომენტარები