მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს და მას ომიკრონი დაარქვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
• რა ვიცით COVID-19-ის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ?