ენერგოკრიზისი ევროპაში

გაზის მიწოდების შეწყვეტის მუქარის შემდეგ მოლოდოვა გაზპრომს დავალიანებას გადაუხდის

marketresearchtelecast.com

მოლდოვის ვიცეპრემიერის ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა რუსულ კომპანია გაზპრომს დავალიანებას გადაუხდის. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში გაზპრომი ქვეყანას 48 საათში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

გაზპრომის წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის თქმით, კომპანია მოლდოვასთან ახალი კონტრაქტის დადებას იმ პირობით დათანხმდა, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის გადასახადს დროულად გადაიხდიდა. მოლდოვამ და გაზპრომმა 5-წლიანი კონტრაქტი ოქტომბრის ბოლოს გააფორმეს. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მხრეებს შორის შეთანხმებას ვადა სექტემბერში გაუვიდა და კონტრაქტი ერთი თვით, 31 ოქტომბრამდე, გახანგრძლივდა. მოლდოვის პრემიერმინისტრის თქმით, ოქტომბერში კომპანია ქვეყანას საკმარისი რაოდენობით გაზს არ აწვდიდა. ევროკავშირმა რუსეთი პატარა ქვეყნების ბუნებრივი აირის მეშვეობით დაჩაგვრაში დაადანაშაულა.

ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისი ფონზე ოქტომბერში მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხოლო გაზპრომი დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევასი ქვეყანას პირველი დეკემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებოდა. თითქმის ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოლდოვასთვის დრო უნდა მიეცა, რათა სხვა ქვეყნებისგანაც შეესყიდა ბუნებრივი აირი. ამ პერიოდში მოლდოვამ პირველად შეისყიდა გაზი პოლონეთისგან. ენერგოკრიზისთან და რუსეთის ზეწოლასთან გამკლავებისთვის მოდლოვას დასახმარებლად ევროკავშირი €60 მილიონით ეხმარება.

კომენტარები