ენერგოკრიზისი ევროპაში

GAZPROM-ი მოლდოვას კვლავ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

 russia-insider.com

რუსული ნავთობკომპანია გაზპრომი მოლდოვას კვლავ ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. კომპანიის თანახმად, ის მოლდოვას მიწოდებას გადაუკეტავს, თუ ქვეყანა ბოლო პერიოდში გამოყენებული ბუნებრივი აირის საფასურს, 73 მილიონ დოლარს არ გადაიხდის.

"გადახდის ბოლო თარიღი 22 ნოემბერი იყო. გაზპრომმა კონტრაქტის პირობებისშესაბამისად მოლდოვას შეატყობინა, რომ გაზის მიწოდება 48 საათის განმავლობაში შეწყდებოდა. გაზპრომი იმედგაცრუებულია, რომ მოლდოვამ კონტრაქტის ვალდებულებები არ შეასრულა" - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა

მოლდოვის სახელმწიფო ენერგოკომპანიის მოლდოვაგაზის თავმჯდომარის ვადიმ სებანის თქმით, კომპანია მთავრობასთან ერთად მუშაობს რათა არსებული პრობლემა გადაჭრას.

გაზპრომის წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის თქმით კომპანია მოლდოვასთან კონტრაქტის დადებას იმ პირობით დათანხმდა, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის გადასახადს დროულად გადაიხდიდა. მოლდოვამ და გაზპრომმა 5-წლიანი კონტრაქტი ოქტომბრის ბოლოს გააფორმეს. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მხრეებს შორის შეთანხმებას ვადა სექტემბერში გაუვიდა და კონტრაქტი ერთი თვით, 31 ოქტომბრამდე, გახანგრძლივდა. მოლდოვის პრემიერმინისტრის თქმით, ოქტომბერში კომპანია ქვეყანას საკმარისი რაოდენობით გაზს არ აწვდიდა. ევროკავშირმა რუსეთი პატარა ქვეყნების ბუნებრივი აირის მეშვეობით დაჩაგვრაში დაადანაშაულა.

ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისი ფონზე ოქტომბერში მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხოლო გაზპრომი დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევასი ქვეყანას პირველი დეკემბრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებოდა. თითქმის ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოლდოვასთვის დრო უნდა მიეცა, რათა სხვა ქვეყნებისგანაც შეესყიდა ბუნებრივი აირი. ამ პერიოდში მოლდოვამ პირველად შეისყიდა გაზი პოლონეთისგან. ენერგოკრიზისთან და რუსეთის ზეწოლასთან გამკლავებისთვის მოდლოვას დასახმარებლად ევროკავშირი €60 მილიონით ეხმარება.

კომენტარები