ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება. ის ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციის წინააღმდეგ "კედელს ააშენებს", რათა მათ ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლონ.
"აქ არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ (ოპოზიციურმა პარტიებმა) მთავრობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვეღარ სცადონ". - ორტეგას სიტყვებს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ორტეგას თქმით, ის მის მიერ კონტროლირებად ნიკარაგუის ეროვნულ ასამბლეასთან ითანამშრომლებს ახალი კანონების მისაღებად, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"გვჭირდება კანონები, რომლებიც კედელს ააშენებს, ბარიერებს შექმნის გადატრიალების დამგეგმავებისა და მოღალატებიის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ყიდიან". - განაცხადა ორტეგამ.
მომდევნო არჩევნები ნიკარაგუაში 2027 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ორტეგას მეტ დეტალზე არ უსაუბრია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორტეგას მთავრობა დიქტატურად გამოაცხადა და ნიკარაგუის 2 350-ზე მეტ ოფიციალურ პირსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა.




