ენერგოკრიზისი ევროპაში

BLOOMBERG: ენერგოკრიზისის შედეგად ევროპა $1 ტრილიონით დაზარალდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული კრიზისის შედეგად ევროპა 1 ტრილიონი დოლარით დაზარალდა. ანალიტიკოსების შეფასებით კი, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ღრმა კრიზისი ამ ზამთრის შემდეგ დაიწყება

Bloomberg-ი წერს, რომ ზამთრის შემდეგ, ევროპის რეგიონს გაზის რეზერვების რუსეთიდან, მცირე მიწოდებებით შევსება მოუწევს, რაც საწვავის ტანკერებზე კონკურენციას გააძლიერებს. ანალიტიკოსების აზრით, თხევადი ბუნებრივი გაზის უფრო დიდი რაოდენობით მიწოდების შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელია, რომ ბაზარი დაძაბული 2026 წლამდე იქნება. ანუ იქამდე, სანამ აშშ-სა და კატარიდან გაზის დამატებითი სიმძლავრე გახდება ხელმისაწვდომი.

ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, ბრიუგელის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებმა კომპანიებისა და მომხმარებლების დახმარება შეძლეს და ამისთვის $700 მილიარდზე მეტი გამოყვეს, ბაზარზე საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლები გაგრძელდეს. საპროცენტო განაკვეთების მატებასა და სავარაუდოდ უკვე რეცესიაში მყოფი ეკონომიკების ფონზე, დაზარალებულთა მხარდაჭერა, რომელიც მილიონობით ოჯახსა და ბიზნესს მოიცავს, მთავრობებისთვის სულ უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება. 

"როდესაც ყველაფერი ერთმანეთს ემატება - დახმარებები, სუბსიდიები - ეს სასაცილოდ დიდი თანხა გამოდის". - თქვა საკონსულტაციო კომპანია S-RM-ის დირექტორმა, მარტინ დევენიშმა. 

კომენტარები