ბათუმი

შვედეთის საელჩო: სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად საქართველოს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს

შსს

შვედეთის საელჩო საქართველოში ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემად გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გლოვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, შვედეთის საელჩოს დროშებიც ნახევრად დაშვებულია. სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად საქართველოს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს და ღრმა მწუხარებასა და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს"- წერია Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები