ბათუმში თამარის დასახლებაში მატარებელმა მოზარდს ფეხზე გადაუარა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.
შსს-ს თქმით, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყება ამ დროისთვის მოზარდის მდგომარეობაზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.





