ბათუმი

შსს: ბათუმში 4 პირი 2 ადამიანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს - მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, ბრალდებულებმა "მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, ბათუმში, ჯგუფურად, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ., ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს." - წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები