ბათუმი

არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს დანით ჭრილობები მიაყენა - შსს-მ 1 პირი დააკავა

ბათუმში 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს  - 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს  ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი  შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

პოლიციამ მ.ს. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა - დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები