შსს-მ ბათუმში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 2006 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული - პოლიციმ გ.მ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





