შანაი ბრუკის მკვლელობა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

Interpressnews.ge

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს, რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 

8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა, ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.

ქალის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები