შანაი ბრუკის მკვლელობა

მთავრობა: შანაი ბრუკის გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. განკარგულებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა, ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.

ქალის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები