შანაი ბრუკის მკვლელობა

მურსაკულოვის ადვოკატი: არ აღიარებს, ნაცნობობას უარყოფს, შეხვედრაზე ზედმეტია საუბარი

ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი ამბობს, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ ქალს არ იცნობდა.  

"მე გუშინ შევხვდი, გავესაუბრე, რაც შეეხება აღიარებას - იგი არ აღიარებს და უარყოფს მასთან ნაცნობობას და შეხვედრაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ის დუმილს იყენებს, ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია. არ იცნობდა, არანაირი შეხება მაგ ქალბატონთან მას არ ჰქონია". - ამბობს ადვოკატი. 

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს. 

33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლს Facebook გვერდზე  სა­მუ­შაო ად­გი­ლად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი - ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება. ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება. ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება.  ამჟამად, ბრალდებულის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები