შანაი ბრუკის მკვლელობა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Interpressnews.ge

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს, რაფაელ მურსაკულოვს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოკლულის ძმა, ტაისონ ედვარდსი. ის და შანაის ოჯახი მურსაკულოვისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდნენ. სიტყვით ისარგებლა თავად მურსაკულოვმაც და შანაი ბრუკის ოჯახის წევრებს მოუბოდიშა და პატიება სთხოვა.

2021 წლის 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა, ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.

ქალის ცხედარი 2021 წლის 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, შანაი ბრუკს დანით 13 ჭრილობა ჰქონდა მიყენებეული, მათგან 5 ყელის არეში

კომენტარები