დაკარგული ტურისტი

თბილისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

თბილისში, მთაწმინდაზე დაკარგულ ავსტრალიერ ტურისტს ეძებენ. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.

როგორც მისი მეგობარი Facebook-ზე წერს, შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

პოლიცია დაკარგულ ქალს ამ დრომდე ეძებს. 

კომენტარები