პრაიდის კვირეული

ეზიდთა საბჭო: პრაიდი ჩვენს ფასეულობებს ეწინააღმდეგება, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან

ეზიდთა სასულიერო საბჭო თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

საბჭო აცხადებს, რომ პრაიდის ჩატარება მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება და შეუთავსებელია მათ ღირებულებებთან. მათივე მტკიცებით, ამის მიუხედავად, ისინი პატივს სცემენ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.

Image removed. ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებელი ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა.

Image removed. ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს.

Image removed. აღნიშნული შეეხება თბილისში ე. წ. ლგბტ პარადის ჩატარებასაც, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს. ცხადია, ჩვენი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს.

Image removed. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას"


მსგავსი განცხადებები გაავრცელეს მუსლიმთა სამმართველომ და თბილისის დიდმა სინაგოგამაც

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები