პრაიდის კვირეული

"მოგიწოდებთ, რომ PRIDE-ის უსაფრთხოება უზრუნველყოთ" – ამსტერდამის მერის წერილი კალაძეს

"მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება".- ამსტერდამის მერი Femke Halsema, თბილისის მერ კახი კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს და მოუწოდებს პრაიდის მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფისკენ. 

ამასთან ერთად, ამსტერდამის მერი წერს, რომ, მისი ქვეყნის მსგავსად, პრაიდი აქაც პოზიციური ცვლილებების საწყისი გახდება და საზოგადოებაში გაიზრდება LGBT-ხალხის მიმღებლობა:

"მამაცმა LGBT-აქტივისტებმა თბილისიდან გადაწყვიტეს შენს ქალაქში 1-ლი ივლისიდან 5 ივლისამდე პრაიდის ორგანიზება. მათი პროგრამა მოიცავს თბილისის ქუჩებში მარშს 5 ივლისს.

ამსტერდამში პრაიდი ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც წლების განმავლობაში LGBT-თემის საზოგადოებაში წარმოჩენას უწყობდა ხელს. ამან კი გაზარდა LGBT ხალხის პოზიციების მიღება და საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების მუხტი შექმნა.  დარწმუნებული ვარ, რომ დაგეგმილი პრაიდი და 5 ივლისის მარში თქვენს საზოგადოებაშიც დადებითი ცვლილებების საწყისი იქნება. ცვილების, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენ და თბილისის მოქალაქეები მიიღებთ.

მე მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა LGBT აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება. ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი აქვს, რათა მსგავსი ღონისძიებების უსაფრთხოება უზრუნველყოს. კარგი იქნება, თუ გამოაცხადებთ, რომ პრაიდის უსაფრთხოებას და დაცულობას ყველანაირი გზით უზრუნველყოფთ. მე მივესალმებოდი მსგავს განცხადებას თქვენი ოფისიდან.

ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი Hans Verhoeven-ი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და იმედი მაქვს, რომ ის ისაუბრებს წარმატებულ, მშვიდობიან და უსაფრთხო პრაიდის შესახებ". - ვკითხულობთ წერილში. 

კომენტარები