პრაიდის კვირეული

TBILISI PRIDE: 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება

Quartz

Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის თქმით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ღირსების მარში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მათმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, გარდა ღირსების მარშისა, პირველიდან ხუთ ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები.

ღირსების მარშის სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის".

"წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით გვექნება პრაიდის კვირეული, რომელიც კულტურულ თუ პოლიტიკურ ღონისძიებებს აერთიანებს.

კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება ღირსების მარშზე, რომელიც გაიმართება 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, შევიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან Tbilisi Pride-ის წარმომადგენლები, ჩვენი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები", - თქვა თაბაგარმა.

კომენტარები