მთავრობის სხდომა

პრემიერი: შსს-ს, სუს-ის, პროკურატურის დისკრედიტაცია ასუსტებს სახელმწიფოს

მინდა, შევეხო ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ სპეკულაციებს. ოპონენტებს შევახსენებ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით - შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმების და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს. ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ აგდებით ვისაუბროთ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია უპირველეს ყოვლისა ასუსტებს სახელმწიფოს.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები