კლინიკაში გარდაიცვალა ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც 11 აპრილს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი კლინიკაში შეშვებას მიღების საათების ამოწურვის შემდეგ ითხოვდა, რაზე უარის მიღების შემდეგაც იგი ფიზიკურად გაუსწორდა დაცვის თანამშრომელს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი და გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




