ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ წიგნი დაწერა - "რეგიონული მმართველობა და დეცენტრალიზაცია საქართველოში: ინსტიტუციური მოდელის ფორმირების გზები." ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, წიგნი გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ და შეეხება საქართველოში რეგიონული მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სისტემურ გამოწვევებს.
"ამ პოლიტიკურ აურზაურში:) გიზიარებთ ჩემს ახალ წიგნს - "რეგიონული მმართველობა და დეცენტრალიზაცია საქართველოში: ინსტიტუციური მოდელის ფორმირების გზები", რომელიც გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, დავით ლოსაბერიძის რედაქტორობით.
წიგნი ეხება საქართველოში რეგიონული მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სისტემურ გამოწვევებს - სად ვართ დღეს, რა პრობლემებია და რა ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო ეფექტიანი მმართველობისთვის.
წიგნი უკვე სტამბაშია და უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის უნივერსიტეტში.
წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი სტუდენტებისთვის - როგორც ანალიტიკური და პრაქტიკული რესურსი.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სექტემბერში." - წერს წითლიძე.





