მთავრობის სხდომა

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე დღეებად 2024 წლის 3-5 იანვარი განისაზღვრა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. 

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს სამსახურებსა და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც ეს დადგენილება არ გავრცელდება. 

"ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე" - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები