ივანიშვილის მთავრობა ახალ სსიპ-ს - გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის. 18 ივნისით დათარიღებულ შესაბამის დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. დადგენილება 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება.
დოკუმენტის თანახმად, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.
დადგენილების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსის დანიშვნა, ასევე სააგენტოს დებულების დამტკიცება.
გარსტრონომიის სააგენტოს გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნება კიდევ ერთი ახალი სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო, რომელიც ასევე 20 ივლისიდან ამოქმედდება.





