Georgian Water And Power-ის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა "წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია". კომპანიის ცნობით, "ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები".
"ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.
მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.
კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე გზის საფარი რამდენიმე საათის წინ, თვითმხილველების თქმით "მოულოდნელად" და "წამში" ჩავარდა.




