ტერორიზმი

ISIS-თან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი ე.წ. სასიკვდილო სიას აქვეყნებს

www.frontpagemag.com

ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფმა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს ისლამური სახელმწიფოს ჰაკერულ დანაყოფს უწოდებს, ინტერნეტში 100-ამდე ამერიკელი ჯარისკაცის სახელი და გვარი, ფოტო, მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჰაკერული დაჯგუფება ISIS-ის მებრძოლებს მოუწოდებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამერიკელ სამხედროებს.

ჰაკერები ასევე აცხადებენ, რომ მათ ეს ინფორმაცია სამხედრო ბაზების გატეხვის შედეგად მოიპოვეს. თუმცა, რამდენადაც ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწილი სოციალური მედიის წყალობით, საზოგადოებისთვის ისედაც ხელმისაწვდომი იყო.

ISIS-თან კავშირში მყოფი ჯგუფი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ზემოხსენებული სამხედრო პირები აშშ-ის მიერ ექსტრემისტთა წინააღმდეგ წარმოებულ მისიებში იღებდნენ მონაწილეობას.

“ახლა, როდესაც მისამართების გამოქვეყნებით ჩვენ საქმე გაგიადვილეთ, ერთადერთი, რაც დაგრჩათ, არის ის, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგათ. რაღას უცდით?“, - განაცხადა ჰაკერულმა დაჯგუფებამ თავის პოსტში.

FBI ამ დრომდე იძიებს, რამდენად ვალიდურია აღნიშნული პოსტი. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი ოფიციალური პირები მუქარას სერიოზულად აღიქვამენ, რამდენადაც ისინი მოუწოდებენ აშშ-ის სამხედრო პირებს, შესაძლო მინიმუმამდე დაიყვანონ ინტერნეტში ხელმისაწვდომი პირადი ინფორმაცია.

კომენტარები