ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 16 წლის ბიჭი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



