უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ამ პრეზიდენტის [ზელენსკის] მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია, ასე რომ, თქვენ ძირითადად ამას მიაღწიეთ. მგონი, 2 საათის განმავლობაში მიეცით [აღლუმის] გამართვის უფლება და მან 1 საათსა და 50 წუთში დაასრულა, რისკზე არ წავიდა. თუმცა, ამას გარდა, უკრაინა საოცრად წარმატებულია, როგორც მაშინ, როცა საქმე ეხება ფრონტის ხაზს, მაგრამ ასევე როცა საუბარია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შეგეძლოს ომის გაგრძელების მხრივ რუსების მთავარი შესაძლებლობების განადგურებაც.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
tbl.ge/7ilm
დაკოპირდა

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, წელს მოსკოვის 9 მაისის აღლუმი ტანკებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა, რაც კრემლმა უსაფრთხოების მხრივ არსებული რისკებით ახსნა.
9 მაისის აღლუმამდე ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კრემლს წითელ მოედანზე აღლუმის გამართვის ნება დართო.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიპუტინის რუსეთივოლოდიმირ ზელენსკიმარკ რუტერუსეთი-უკრაინაუკრაინა-რუსეთიNATO-რუსეთირუსეთი-NATONATO-უკრაინაუკრაინა-NATO9 მაისის აღლუმი
ამავე თემაზე
- მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
- უკრაინულმა ძალებმა დროშა აღმართეს კინბურნის ცელაზე, რომელიც 2022 წლიდანაა ოკუპირებული
- უკრაინამ ევროკავშირის სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
- Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki
- რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავზე დრონებით თავდასხმა ამ თვეში უკვე მესამედ მოხდა




