"კლეპტოკრატია მომაკვდინებელია" – როგორ მოიგო თალიბანმა წაგებული ომი“სიმსივნის შედარება მინდა გამოვიყენო. მცირე კორუფცია კანის სიმსივნესავით არის. არსებობს მასთან გამკლავების გზები და სავარაუდოდ კარგად იქნები. კორუფცია სამინისტროებში, მაღალ დონეზე, სწორი ნაწლავის სიმსივნესავით არის. ის უარესია, მაგრამ თუ დროულად მოუვლი, ალბათ კარგად იქნები. რაც შეეხება კლეპტოკრატიას, ეს თავის სიმსივნესავით არის, მომაკვდინებელია” – ამბობდა პოლკოვნიკი კოლენდა.