ევგენი პრიგოჟინი

ჯორჯ ბუში იხსენებს, რომ ევგენი პრიგოჟინი G8 სამიტზე მის მაგიდას ემსახურებოდა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშა ევგენი პრიგოჟინთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ბუშმა ამის შესახებ ისაუბრა  კონფერენციაზე – იალტის ევროპული სტრატეგია.

კითხვაზე რამდენად შოკისმომგვრელია მისთვის პრიგოჟინის სიკვდილი აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"არა, შოკისმომგვრელია ის, რომ მეორე დღეს ვნახე პეტერბურგში გამართული G8 სამიტის ფოტო. (პრიგოჟინი) ის კაცი აღმოჩნდა, რომელმაც საკვები მომართვა. ის პუტინის მზარეული იყო".

2006 წლის 14 ივლისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს სადილი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი, ლუდმილა პუტინა, ჯორჯ ბუში და ლაურა ბუში ესწრებიან. მაგიდას კი ვაგნერის აწ გარდაცვლილი მეთაური ემსახურება.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟზეც, როსავიაციის ცნობით, იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ამავე ჯგუფის სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი, ვის ზედმეტსახელსაც ატარებდა ორგანიზაცია.

ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს 10 ნეშტი, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ევგენი პრიგოჟინი შემთხვევას ემსხვერპლა. ოლიგარქი პოროხოვის სასაფლაოზე 29 აგვისტოს დაკრძალეს. ცერემონია დახურულ ფორმატში შედგა, როგორც ამას პრიგოჟინის პრესსამსახური იუწყებოდა.

კომენტარები