2008 წლის აგვისტოს ომი

ობამა: პუტინი საქართველოში ბუშის თვალწინ შევიდა

The Atlantic-თან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდი გააკრიტიკა და ერაყთან ერთად, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომსაც შეეხო.

"ჩემი აზრით, არავინ ფიქრობდა, რომ ჯორჯ ბუში რაციონალურად ან წინდახედულად იქცეოდა, როდესაც ის ერაყში სამხედრო ძალას იყენებდა. როგორც მახსოვს, პუტინი საქართველოში შევიდა ბუშის თვალწინ, იმ დროს, როცა ჩვენ ერაყში 100 000 სამხედრო გვყავდა განთავსებული", - აღნიშნა ობამამ.

გარდა ამისა, ობამამ უკრაინაზე საუბრისას, გამორიცხა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენა მკაცრი საუბრით ან სამხედრო მოქმედებებში ჩართვით შეიძლება.

The Atlantic-ის ჟურნალისტის თქმით, ობამას კრიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის მიერ 2014 წლის დასაწყისში ყირიმში შეჭრა და პუტინის მიერ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად სამხედრო ძალების გამოყენება იმას ადასტურებს, რომ მათ ამერიკის აღარ ეშინიათ.

კომენტარები