რუსეთი

პუტინის სოჭის რეზიდენციაში დაანგრიეს შენობა, რომელშიც ის 2008 წელს ბუშს შეხვდა

ვლადიმირ პუტინის სოჭის რეზიდენცია "ბოჩაროვ რუჩეი" 
Project

ვლადიმირ პუტინის სოჭის რეზიდენცია ბოჩაროვ რუჩეიში მთავარი შენობა დაანგრიეს. ინფორმაციას მედია პროექტი ავრცელებს.

ვიდეოს ავტორებმა შეისწავლეს თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რეზიდენციის მთავარი შენობა დანგრეულია. 

2024 წლის 6 მარტს რეზიდენციას ეწვია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც როსატომის გენერალურ დირექტორს, ალექსეი ლიხაჩოვს სხვა შენობაში შეხვდა. 

როგორც პროექტი წერს ვლადიმირ პუტინი ბოლო პერიოდში სტუმრებს ახლომდებარე აგარაკზე ხვდება, რომელსაც ბოჩაროვ რუჩეი 2-ს ეძახიან.

ბოჩაროვ რუჩეი 1991 წლიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. პუტინის მმართველობის პერიოდში აგარაკს სტუმრობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის ჯორჯ ბუში უმცროსი (2008 წ.), რეჯიფ თაიფ ერდოღანი, ალექსანდრ ლუკაშენკო.

ბოჩაროვ რუჩეის გარდა პუტინს რუსეთის სხვადასხვა ნაწილში კიდევ 3 არაოფიციალური რეზიდენცია აქვს. 2021 წელს ალექსეი ნავალნის გუნდმა ვრცელი რეპორტაჟი გააკეთა გელენჯიკის აგარაკზე. პუტინის თქმით, რეზიდენცია მას არ ეკუთვნის. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის მეგობარმა, არკადი როტენბერგმა თქვა, რომ გელენჯიკის შენობა მისია და ახლო მომავალში სახლის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს.

კომენტარები