ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე ობამამ, ჯორჯ ბუშმა და მეგან მაკკეინმა ისაუბრეს

AFP

დღეს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდნენ სენატორის ქალიშვილი მეგან მაკკეინი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამერიკის სიდიადის გარდაცვალების დასატირებლად, ნამდვილის, და არა იაფი რიტორიკის იმ ადამიანებისა, ვინც არასოდეს მისულან ახლოსაც კი ამ მსხვერპლთან." თქვა მეგან მაკკეინმა.

"ის იყო ცეცხლი, რომელიც კაშკაშებდა. ზოგს სძულდა ის იმ სინათლის გამო, რასაც მათზე აფრქვევდა, რადგან ეს მათ შესახებ სიმართლეს ააშკარავებდა, მაგრამ მამაჩემს ეს არასოდეს ადარდებდა. და ამ ადამიანებსაც კი აქვთ საშუალება, სანამ ცოცხლები არიან, იცხოვრონ ჯონ მაკკეინის მაგალითით."

"ამერიკა არ ტრაბახობს, იმიტომ, რომ მას ეს არ სჭირდება. ჯონ მაკკეინის ამერიკას არ სჭირდება დიდების დაბრუნება, რადგან ის ყოველთვის დიდებული იყო." თქვა მან.

ჯორჯ ბუშმა მაკკეინთან მისი მეგობრობა გაიხსენა:

"საბოლოოდ, მე საშუალება მომეცა დავმტკბარიყავი ცხოვრების შესანიშნავი საჩუქრით, ჯონ მაკკეინთან მეგობრობით. და მე ეს მომენატრება." "ის აფასებდა ყველა ცოცხალი არსების ღირსებას, ღირსებას, რომელიც საზღვრებთან არ ჩერდება და რომელსაც დიქტატორები ვერ წაშლიან. ის იყო ღირსეული, ყოველთვის ცნობდა, რომ მისი ოპონენტები პატრიოტები და ადამიანები იყვნენ." თქვა მან.

"რა არის უკეთესი გზა უკანასკნელი დაცინვისათვის, თუ არა ის, რომ მე და ჯორჯ ბუში გვაიძულოს ეროვნული აუდიენციის წინაშე მასზე კარგი ვილაპარაკოთ." თქვა ბარაკ ობამამ გამოსვლის დასაწყისში, რამაც დამსწრე საზოგადოების სიცილი გამოიწვია.

"მან ჩვენ უკეთეს პრეზიდენტებად გვაქცია - ისევე, როგორც სენატი აქცია უკეთესად. ისევე, როგორც ქვეყანა აქცია უკეთესად." თქვა ობამამ.

"ის ხვდებოდა, რომ თუ ჩვენ მივეჩვევით სიმართლის გამრუდებას ჩვენი პოლიტიკური თუ პარტიული მიზნებისათვის, ჩვენი დემოკრატია არ იმუშავებს." "ჩვენი პოლიტიკის, საჯარო ცხოვრების, საჯარო დებატების დიდი ნაწილი შეიძლება პატარად და უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, შეურაცხყოფით და მედიდური პათოსით ვაჭრობად, მოგონილ წინააღმდეგობებად და ხელოვნურად გამოწვეულ აღშფოთებად. ესაა პოლიტიკა, რომელიც თავს სიმამაცედ გვაჩვენებს, თუმცა შიშითაა წარმოშობილი. ჯონი მოგვიწოდებდა ამაზე დიდი ვყოფილიყავით. ის მოგვიწოდებდა ამაზე უკეთესი ვყოფილიყავით." თქვა მან.

სენატორ ჯონ მაკკეინს ხვალ დაკრძალავენ.

კომენტარები