აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ამ დროისთვის, ირანის 17 გემი და ყველაზე ფუნქციური წყალქვეშა ნავი გავანადგურეთ – CENTCOM-ის მეთაური

ამ ოპერაციის დაწყებიდან 100 საათიც კი არ გასულა და უკვე 2 000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით თითქმის 2 000 სამიზნეზე მივიტანეთ იერიში. ჩვენ მნიშვნელოვნად შევასუსტეთ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა და გავანადგურეთ ირანის ასობით ბალისტიკური რაკეტა, გამშვები დანადგარი და დრონი.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ გავანადგუროთ ყველაფერი, რასაც ჩვენზე იერიშის მიტანა შეუძლია. ჩვენი B-2 და B-1 ტიპის ბომბდამშენებმა დაუბრკოლებლად მიიტანეს ზუსტი, ქირურგიული დარტყმები ირანის სიღრმეში მდებარე რამდენიმე სარაკეტო ობიექტზე. ხოლო წუხელ, B-52 ტიპის ბომბდამშენების ჯგუფმა ბალისტიკური რაკეტების პოზიციებსა და მართვა-კონტროლის პუნქტებს დაარტყა.

ჩვენ ასევე ირანის საზღვაო ძალებს, მთლიანად ფლოტს, ვძირავთ. ამ დროისთვის გავანადგურეთ ირანის 17 გემი, მათ შორის ყველაზე ფუნქციური ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა კორპუსში ხვრელი აქვს. ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს ავიწროებდა. დღეს არ არსებობს არცერთი ირანული გემი, რომელიც სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში მოძრაობს და ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ გავაგრძელებთ დინამიკურ სამიზნე ოპერაციებს"

თქვა აშშ-ს ცერნტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები