ირანული წყარო, რომელიც ახლოს არის ხელისუფლებასთან, Reuters-ს საუბარში უყვება, რომ ირანის რამდენიმე რევოლუციური გვარდიის მაღალჩინოსანი და პოლიტიკოსი ოფიციალური პირი აშშ-ისრაელის საერთო საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო თავდასხმების სამიზნეში ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშკიანიც იყვნენ. წყაროს თქმით, თავდასხმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე კი, ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ხამენეი თეირანში არ იყო და უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი. ირანული მედია იუწყება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უსაფრთხოდ არის.
ასევე, Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი ისრაელის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიშები მიიტანეს ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანის წინააღმდეგ.
ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ისრაელის Channel 12 წერს, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა დარტყმებმა ამ ეტაპზე ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაში "ძალიან მაღალ წარმატებას" მიაღწიეს.
შეფასება მაღალჩინოსან სამხედრო მეთაურებს და პრეზიდენტ პეზეშქიანს ეხება. გამოცემა ფრთხილად ფორმულირებული ანგარიშში ასევე წერს, რომ "არ არის ნათელი, რომ ხამენეის რაიმე დრამატული მოვლენა არ გადაუტანია".





