აშშ-ირანი-ისრაელი

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, აშშ რეგიონში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის

სააგენტო Reuters-ი Marine Traffic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ავიამზიდმა USS Nimitz-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვა დატოვა და დასავლეთის მიმართულებით მიემართება.

Reuters-ის ცნობით, ავიამზიდი 20 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში უნდა ჩასულიყო, თუმცა დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ოფიციალური მიღება გაუქმდა.

წყაროს თქმით, ჰანოიში აშშ-ს საელჩომ მას აცნობა, რომ ვიზიტი "გადაუდებელი ოპერატიული აუცილებლობის" გამო გაუქმდა.

Marine Traffic-ის მონაცემებით, 16 ივნისის დილას ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

მანამდე, 13 ივნისს, აშშ-ს საბრძოლო გემი USS Thomas Hudner, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის უნარს ფლობს, დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან აღმოსავლეთით გადააადგილეს. 

აშშ-ს კიდევ ერთი ავიამზიდი USS Carl Vinson ამჟამად არაბეთის ზღვაშია დისლოცირებული.

გამოცემა The Times of Israel-ის წყაროს ინფორმაციით, რეგიონში შესაძლოა კიდევ ერთი ავიამზიდი, USS George Washington გაიგზავნოს.

კომენტარები