მშენებლობა

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა – დაიღუპა 30 წლამდე კაცი

ინფო იმერეთი

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაღუპულის ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული კონსტრუქციიდან ამოიყვანეს.

ინტერპრესნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები მაშველები და სამართალდამცველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები