ირანის საელჩო საქართველოში ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანზე იერიშის მიტანას ეხმაურება.
"ძვირფასო თანამემამულენო,
ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კიდევ ერთი თავხედური თავდასხმა განახორციელა ჩვენი ძირძველი სამშობლოს - ირანის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, თუმცა ირანელი ხალხი უდიდესი ისტორიული განსაცდელების დროს, ყოველთვის მტკიცედ და ერთხმად დგას.
გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა." - წერს ირანის საელჩო საქართველოში.
მათ ასევე გაავრცელეს ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადება, სადაც წერია, რომ გეგმავენ სათანდო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, "რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დროულად დაბრუნებას."
"საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და ირანელი ტურისტების საყურადღებოდ!
ძვირფასო თანამემამულენო,
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გეგმავს სათანდო ზომების მიღებას იმ მოქალაქეთა გადასაყვანად, რომლებიც სიონისტური რეჟიმის აშკარა აგრესიისა და პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო, ვერ ახერხებენ სამშობლოში დროულად დაბრუნებას.
ირანში დასაბრუნებლად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ საელჩოს ვებგვერდსა და სხვა სანდო პლატფორმებზე ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებით.
ირანი ძლევამოსილი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას ნებისმიერი აგრესიისგან.
გამოცდილის ხელახალი გამოცდა შეცდომაა
პატივისცემითა და მადლიერებით,
სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში." - ნათქვამია განცხადებაში.





