ირანმა და ისრაელმა შეთანხმება უნდა დადონ და დადებენ კიდეც, ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს დავადებინე, როდესაც აშშ-სთან ვაჭრობის გამოყენებით ორ შესანიშნავ ლიდერს შორის მოლაპარაკებებში, რომლებიც სწრაფად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე და [ომი] შეწყვიტეს, გონიერება, თანხმობა და საღი აზრი შევიტანე.
ასევე ჩემი პირველ საპრეზიდენტო ვადაში, სერბეთი და კოსოვო მძიმედ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა და ეს ხანგრძლივი კონფლიქტი ომად გადაქცევისთვის იყო მზად. მე ეს შევაჩერე (ბაიდენმა გრძელვადიან პერსპექტივებს რამდენიმე ძალიან სულელური გადაწყვეტილებით ზიანი მიაყენა, თუმცა მე ამას კვლავ გამოვასწორებ!).
კიდევ ერთი მაგალითი ეგვიპტე და ეთიოპია და მათი დაპირისპირებაა უზარმაზარ კაშხალზე, რომელიც დიდებულ ნილოსზე ახდენს გავლენას. ახლა მშვიდობაა, სულ მცირე ამ ეტაპზე და ეს ჩემი ჩარევის შედეგია და ასე გაგრძელდება!
ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობა მალე გვექნება! უამრავი ზარი და შეხვედრა მიმდინარეობს. მე ბევრს ვაკეთებ და არასდროს ვიღებ აღიარებას, თუმცა არა უშავს, ხალხს ესმის.
გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი კვლავ დიდებული!





