ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული იერიში დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს.
კაცის თქმით, მან "მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაუყოვნებლივი საგანგებო" გამოაცხადა.
"ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა, რათა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ არსებული საფრთხეები აღმოიფხვრას" - აცხადებს ის.
სოციალურ ქსელში თეირანის დაბომბვის კადრები ვრცელდება.





