საპროტესტო აქციები ირანში

ირანის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს

სტუდენტების აქცია თეირანში
IranInt

დღეს ირანის რამდენიმე ქალაქში სტუდენტებმა ირანის აიათოლას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს.

ირანელი სტუდენტების მიერ შექმინილი ტელეგრამ-არხის, United Students-ის, ინფორმაციით, თეირანის უნივერსიტეტში სტუდენტები ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ: "სიკვდილი დიქტატორს".

მსგავსი შეკრებები გაიმართა ქალაქ მაშჰადის ფერდოუსის უნივერსიტეტში, ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ხაჯე ნასირის უნივერსიტეტში თეირანში.

სტუდენტური ჯგუფების მიერ გავრცელებული ვიდეოებისა და ცნობების თანახმად, ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტისა და შარიფის უნივერსიტეტის სტუდენტები სკანდირებდნენ - "ჩვენ ვფიცავთ ჩვენი თანამებრძოლების სისხლს, რომ ბოლომდე ვიდგებით".

გავრცელებული ცნობებით, თეირანის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მახლობლად ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პროსახელისუფლებო ძალებს შორის, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, შეტაკება მოხდა. შემთხვევის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა:

კომენტარები