რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: "პუბლიკა", On.ge, "ტაბულა" ესტონური მედია გამხდარა

დღეს, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც ამხილა ისინი... ეს შენობა გახლავთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ნინო ლომჯარიას "ევროპული ორბიტის", ე.წ. მედიის, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის, "პუბლიკას" და კიდევ რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციის ესტონეთის ოფისი. ეს არის, რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ, თითქოს, ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ლიანდაგის გვერდზე არსებული რაღაც დანგრეული შენობაა და ამას გვეუბნებიან, რომ არის ესტონური ორგანიზაცია.

არის დოკუმენტები ამ ყველაფრის. [...] აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული, არ ვიცი, რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული ესტონეთში. "პუბლიკა" გამოცემა - ესტონური მედია გამხდარა, "ონ.ჯი" - ესტონური მედია გამხდარა, ტაბულა - ესტონური მედია გამხდარა. ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და BBC-ის საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური ფილმის მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლეც ესტონური NGO-ები არიან - ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სამთავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში

 

კომენტარები