რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი დამთანხმდა, რომ უკრაინულ ქალაქებს ერთი კვირის განმავლობაში არ დაბომბავდა – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი    
Anna Moneymaker/Getty Images    

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად სთხოვა, არ დაებომბა უკრაინის მსხვილი ქალაქები, მათ შორის კიევი, უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო.

"ეს უბრალოდ სიცივე არ არის - იქ განსაკუთრებული, რეკორდული სიცივეა... და მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვადასხვა ქალაქები, და ის ამას დათანხმდა" - თქვა ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომაზე.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის ესაუბრა ის პუტინს.

კომენტარები