რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ

მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ.

ამ გზაზე მიგვიძღვის ჩვენი წინაპრების დატოვებული სიბრძნე და ცოდნა, სამშობლოს სიყვარულითა და მასზე ზრუნვით გაჯერებული მემკვიდრეობა.

სწორედ ამიტომ არ გვეშინია არცერთი იმ გადაწყვეტილების მიღების, რომელიც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურება. ამ ინტერესთა სამსახურში ვდგავართ ერთად - ასაკოვანი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ერი და ბერი.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მიმართვაში.

კომენტარები